
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალურ ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, დაშავებულია 14 პირი
ცენტრალურ ბეირუთზე ისრაელის ღამის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, დაშავებულია 14 პირი. შესაბამის ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან მაშველები და პარამედიკოსები. ისრაელის არმიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიან შენობაში განთავსებული „ჰეზბოლას“ ჯანდაცვის ცენტრი იყო. ისრაელი სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს ლიბანის სამხრეთ ნაწილში. თავდაცვის ძალები ლიბანის სამხრეთ ნაწილში დამატებით კიდევ 25 დასახლების, მათ შორის










