
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთში რკინიგზაზე დივერსიული აქტებისთვის 13 მოქალაქეს 23 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთის 13 მოქალაქეს რკინიგზაზე დივერსიული აქტებისთვის რვიდან 23 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. საქმეს ქალაქ ჩიტაში აღმოსავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლო განიხილავდა. მსჯავრდებულთაგან სამი ასევე დამნაშავედ ცნეს ტერაქტის მომზადებაში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმე მოიცავდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან რამდენიმე ეპიზოდს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა ჩაიდინეს 13 დივერსია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, მათ შორის მოსკოვში. მათ ასევე ბრალად










