
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ ეს გამოიწვევს ძალადობის ესკალაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანზე ისრაელის თავდასხმა დაგმო. „გამოვხატავთ სოლიდარობას მეგობრული ლიბანის ხელმძღვანელობისა და ხალხის მიმართ, რომელიც შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთი გმობს ისრაელის თავდასხმას ლიბანზე და მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ასევე მიმართავს ისრაელს, „გაიყვანოს ჯარები ლიბანის ტერიტორიიდან და










