
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
კახა კალაძე – ოპოზიციაში მცდელობა ექნებათ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ, თუ გადადგამენ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას ყველა დაინახავს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოება არსებობს, მისი წარმომადგენლები კი უპრინციპო ადამიანები არიან. როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა, ყველა მოაზროვნე ადამიანი ხედავს, თუ რა მოცემულობაა საქართველოში და აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირება არავის სურს. „ცხადია, რომ ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოება არსებობს. თავი დავანებოთ კონკრეტულ პარტიებს. მაგალითისთვის მომყავს ხაზარაძე და










