
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „რუსთავის ავტობაზრობა“ და „მიკადო ჯორჯია“ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების – შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ და შპს „მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც კონკურენციის სააგანტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკითხი ეხება რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან










