
პროკურატურა ქვეყანაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად გამოძიებას იწყებს – პრეზიდენტწოდებულის ორმაგი სტანდარტი გაშიფრულია
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დავა ამჯერად სამართლებრივ ნაწილში ინაცვლებს – პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებულია ყველა, ვინც არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე რაიმე მტკიცებულებას ფლობს, მათ შორის დასავლეთიდან მართული პრეზიდენტიც, რომელიც გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მორიგ უპატივცემულობას ავლენს. არადა, თავის საჯარო გამოსვლებში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა