
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი – ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ამომრჩეველმა ვერიფიკაციის აპარატები დააზიანა, თუმცა კენჭისყრა სხვა აპარატების გამოყენებით გაგრძელდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატი დააზიანა და შეუძლებელი გახდა ამ აპარატების გამოყენებით საარჩევნო პროცესის გაგრძელება. თუმცა, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო, რომ კენჭისყრა სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა. „მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, რომლის ფარგლებშიც, ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეული ფსიქოემოციურ










