
- By Keti Khomeriki
- In სამართალი, სიახლეები
სუს-ი – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, აქციებისას მოაწყონ პროვოკაციები, დესტრუქციული ქმედებები განხილული იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის ფარგლებში
პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დესტრუქციული ქმედებები განხილული იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის ფარგლებში. „ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე