
26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველომ მშვიდობის სასარგებლოდ გონივრული არჩევანი გააკეთა, თუმცა აგენტურული ვნებებით შეპყრობილი მოღალატე ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი პატრონების სამსახურშია
არჩევნებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე ურთიერთბრალდებები არ წყდება. სახელისუფლებო გუნდი რადიკალებს სიცრუეში ამხელს და ხმების მოპარვაში ადანაშაულებს. სულ საუბარია, 81 ფაქტზე, როცა მოღალატე და დასავლეთის დაკვეთის შემსრულებელმა ოპოზიციამ ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებში ოპოზიციის დამკვირებლებად ჩაწერა. ინფორმაცია პროკურატურას მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მმართველმა პარტიამ უკვე მიაწოდა. არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას კვლავ უნდობლობას უცხადებს დესტრუქციული










