
2-3 ნოემბერს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება – საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. „ღონისძიებაზე









