
მოღალატე ოპოზიცია და მართული პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და საგამოძიებო უწყების დისკრედიტაციას განაგრძობს
26 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიების დაწყებიდან 48 საათზე მეტი გავიდა. მოღალატე და აგენტურული ოპოზიცია და მართული პრეზიდენტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და საგამოძიებო უწყების დისკრედიტაციას განაგრძობენ. სალომე ზურაბიშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. განცხადება აღნიშნულის შესახებ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა. პროკურატურამ გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, ცენტრალური საარჩევნო







