
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ლიბანის პრემიერ-მინისტრი – ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არსებითი ნაბიჯია სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის
ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიკატი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას მიესალმება. მისი თქმით, შეთანხმება არსებითი ნაბიჯია სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის. როგორც მიკატიმ აღნიშნა, ლიბანი მზად არის, შეასრულოს გაერო-ს რეზოლუციაზე დაფუძნებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალურად დაუჭირა მხარი.










