
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოში გიგაურის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით მას 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ანატოლი გიგაურის მიმართ პატიმრობა გამოიყენა. სხდომაზე დაცვის მხარე ამტკიცებდა










