• November

      25

      2024
    • 68
    • 0
    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძე იქნება

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძე იქნება

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძე იქნება. პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომლის ხელმძღვანელადაც მამუკა მდინარაძე დასახელდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე.

    • November

      25

      2024
    • 66
    • 0
    მე-11 მოწვევის პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია

    მე-11 მოწვევის პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია

    მე-11 მოწვევის პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია. პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იქნება. ასევე, ვიცე-სპიკერები იქნებიან ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი. გია ვოლსკი და ნინო წილოსანი ვიცე-სპიკერები მე-10 მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ. ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს.  

    • November

      25

      2024
    • 69
    • 0
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

    მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. რეგისტრაცია გაიარა 88 დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარედ პაპუაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა პარლამენტის 88 წევრმა. დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩევენ მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს. მანამდე კი მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

    • November

      25

      2024
    • 61
    • 0
    მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

    მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

    88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. უფლებამოსილების ცნობამდე, რეგლამენტის შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო. ასევე, დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა. პროცედურის შესაბამისად, კომისიებმა აირჩიეს თავმჯდომარეები და მდივნები, ასევე დროებითმა სამანდატო

    • November

      25

      2024
    • 59
    • 0
    მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

    მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

    მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. რეგისტრაცია პარლამენტის 89 წევრმა გაიარა. სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა. დღეს პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების

    • November

      25

      2024
    • 52
    • 0
    რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე სამართალდამცველს ფიზიკურად დაუპირისპირდა

    რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე სამართალდამცველს ფიზიკურად დაუპირისპირდა

    დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ხელი გაარტყა. დღევანდელ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის დროსაც.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor