
ირაკლი ლექვინაძე გაერო-ს კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძესა და გაერო-ს კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს (UNCTAD), ტერესა მორეირას შორის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის განხილვის თემა ეხებოდა კონფერენციის პლატფორმის განვითარებას, GCCA-ს გაძლიერებას საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფებში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის შეფასების და აღსრულების პროცესში. შეხვედრაზე










