
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ინგლისურის სასწავლო კურსი ოფიციალურად გაიხსნა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განაგრძობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის განხორციელებას. როგორც რობაქიძის უნივერსიტეტში განმარტავენ, პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების პროექტი, როგორც სკოლის მოსწავლეების, ისე პედაგოგებისათვის. მათივე ცნობით, 2024 წლის 19 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლების ორთვიანი სასწავლო კურსი თბილისის სკოლების მოსწავლეებისათვის, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს დელეგაცია ესწრებოდა. „სასწავლო კურსი ფოკუსირებულია სასაუბრო,










