
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
სამართალდამცავები სრულად მობილიზებულნი არიან უკანონო ქმედებების აღსაკვეთად
რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის მთავარი ეპიცენტრია. ადგილზე მომიტინგეებთან ერთად იმყოფებიან სამართალდამცავები. აქციის მონაწილეები ხელს ურტყამენ პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირებს და ასე გამოხატავენ პროტესტს. რუსთაველის გამზირი პარალიზებულია, შეჩერებულია საავტომობილო მიმოსვლა, თავისუფლების მოედანზე კი, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილია განლაგებული. პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია განლაგებული, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი 9 აპრილის ქუჩაზეც. ირაკლი გუნია










