
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან, გარდა ამისა, უწევთ ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან, ქვეყნის გარეთ
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს და მარცხს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს არჩევნების არაღიარებით თავს იმართლებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან, ქვეყნის გარეთ. ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან #აქტუალურითემა #LIVE










