
,,ქართული ოცნების” რეგიონალური ლიდერი ნიკა კვერნაძე ბიძინა ივანიშვილის მშვიდობის პოლიტიკის ქართული საზოგადოების მხრიდან სრულ მხარდაჭერაზე საუბრობს და გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს როლზე აქცენტს აკეთებს
,,GEO NEWS” იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსს, მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის წევრს, ნიკა კვერნაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ღირსეულად წარუძღვება საქართველოს, დაიცავს მის ეროვნულ ინტერესს, გააძლიერებს სუვერენიტეტს და ამდაგვარად, ღირსეულად შესძლებს ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის. –დასავლეთი და დესტრუქციული ოპოზიცია ,,ლგბტ” პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმებას ითხოვს, მეტიც შანტაჟის ენით საუბრობს, როგორია თქვენი შეფასება ?










