
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასამართლომ მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თვის წინ მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მან ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც სირაძეს ბრალი ედებოდა, გადააკვალიფიცირა და პატიმრობა მხოლოდ განზრახ მკვლელობის მუხლით შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა მკვლელობის დროს ბაჩო სირაძის თანმხლებ პირსაც. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.










