
იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი – ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციa „ქართული ღვინის“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახლების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინისა და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები. ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დეგუსტაციას იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა. „ძალიან ამაღელვებელია










