
კონფლიქტის კერა ახლო აღმოსავლეთში პიკზეა
საერთაშორისო დღის წესრიგშია კონფლიქტის კერა ახლო აღმოსავლეთში. ,,ალჯაზირას” ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაზე ისრაელის თავდასხმას 32 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ჯაბალაზე მოხდა. ეს ღაზის აღმოსავლეთში ის რეგიონია, რომელიც ერთ თვეზე მეტია ისრაელის მხრიდან ალყაშია მოქცეული. ამის პარალელურად ისრაელი ,,ჰამასის” წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს. ხან-იუნისის დაბომბვას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ადგილობრივების ინფორმაციით, ისრაელმა იერიში მიიტანა










