
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტუსკი – აშშ-დან, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაჟღერდეს განცხადებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით
უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაჟღერდეს განცხადებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაპუბლიკაციების კომენტირებისას პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა ალბათ მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზეა. „რა თქმა უნდა, ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში“,










