
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პოლონეთის პროკურატურა – რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისა და კანადის სატვირთო რეისებზე სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ
რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-სა და კანადის სატვირთო რეისებზე სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ. პოლონეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ რუსული სპეცსამსახურები დგანან საკურიერო კომპანია DHL-ის საწყობებში პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ივლისში მომხდარი დივერსიული ინციდენტების უკან, როდესაც ამანათებს ცეცხლი წაეკიდა. თუმცა, პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ამანათები სავარაუდოდ, აშშ-ისა და კანადის რეისებზე უნდა აფეთქებულიყო. საუბარია ელექტრომასაჟორებზე, რომლებიც მაგნიუმის ბაზაზე აალებად ნივთიერებას შეიცავდა










