
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – უცხოეთიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას, ახლა აქვთ მესამე მცდელობა, ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას
უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა – იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ










