
ექსკლუზივი : უკრაინელი ,,საბოტაჟნიკები” თბილისში ქართული ,,მაიდნის” მოსაწყობად ემზადებიან და სამართალდამცავებზე თავდასხმას გეგმავენ ?
,,GEO NEWS”-ის ძალოვანი წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე უკრაინიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოყვანილი “საბოტაჟნიკები” გამოჩნდებიან, მათ შორის იქნებიან გაწვრთნილი სამხედროებიც. ამის ფონზე, უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ ,,საქართველოში ყველაფერი უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე აქამდე”, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული. წყაროს ინფორმაციით, უკრაინელი მებრძოლების გამოყენება ქართველი სამართალდამცავების წინაააღმდეგ იგეგმება.









