
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სამხრეთ კორეაში შექმნილი ვითარების გამო, ლოიდ ოსტინმა სეულში ვიზიტზე უარი განაცხადა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეაში ვიზიტზე უარი განაცხადა. ოსტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც, საბოლოოდ, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ოსტინის ვიზიტი სამხრეთ კორეაში უახლოეს მომავალში იგეგმებოდა, თუმცა გადაწყდა, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის.









