
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი – იმედი მაქვს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის სწორი შეფასებები გაკეთდება, საქართველოს ხელისუფლებას არავისთვის შეუქმნია საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხის დასაყენებლად
საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონოდათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში, შენგენის ზონაში. ეს არის უდიდესი მიღწევა, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით მიღებული, იმ სწორი პოლიტიკით, რომელიც მას ჰქონდა წლების განმავლობაში, იმ რეფორმებით, რომლებიც ქვეყანამ განაცხორციელა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ძალიან ხშირად ისმის სპეკულაციები უვიზო მიმოსვლასთან









