
ვასილ მაღლაფერიძე – თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, მისი ხელფასი არ გაზრდილიყო, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვფიქრობ, არასწორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში. მინდა, ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პროფესიონალიზმისთვის, რაც კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ამ მღელვარე პერიოდში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. „დღეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკურ ცხოვრებაში. 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა იმ პროგრამული პრიორიტეტებით, იმ დებულებითა და









