
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, პოლონეთის მიერ მიღებული სისტემები დაიცავენ ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეს, მათ შორის უკრაინისთვის დახმარების მისაწოდებლად გამოყენებულ აეროპორტ „ჟეშუვ-იასენკას“
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიშლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთის მიერ მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემები დაიცავენ ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეს, მათ შორის უკრაინისთვის დახმარების მიწოდებისთვის გამოყენებულ ლოგისტიკურ ჰაბს, აეროპორტ „ჟეშუვ-იასენკას“. ამის შესახებ მინისტრმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კოსინიაკ-კამიშმა კომენტარი გააკეთა პოლონეთში F-35-ის ტიპის თვითმფრინავების, NASAMS-ისა და Patriot-ის საზენიტო სისტემების განთავსების შესახებ, რომლებსაც ვარშავას ნორვეგია და გერმანია გადასცემენ.









