
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 4-6 დეკემბერს მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს. ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის იან ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე. მალტაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა









