
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურამ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ პირს პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა









