
სამგორის პარკში ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება
ისნის რაიონში, ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. რეკრეაციულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ პარკის შესასვლელში ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა იგეგმება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უკვე მიმდინარეობს პიედესტალის მოწყობის სამუშაოები. „ისნის რაიონში მიმდინარეობს კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი. ე.წ. სამგორის პარკი, რომელიც იყო კერძო საკუთრებაში, იყო მიგდებული,









