
თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცენტრი უკვე მზადაა, დედაქალაქს 24 საათის განმავლობაში მოემსახუროს. „როგორც იცით, აღნიშნული მიმართულება დედაქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ პრობლემის მოგვარება და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს თანამედროვედ, ცივილურად. აღნიშნული პროექტი საშუალებას









