
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ თაღლითობის ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ბათუმსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2005 წელს დაბადებული ა.ტ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1988 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული რ.დ. და 1997 წელს









