
სდსს-ის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ და ხელმძღვანელმა პირებმა ახალწვეულებს სიტყვით მიმართეს და ფიცის მიღება მიულოცეს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს. ღონისძიებას წინ უსწრებდა სადღეღამისო სწავლება, რომლის ფარგლებში ახალწვეულებმა პრაქტიკული და თეორიული მომზადება გაიარეს. სამსახურის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ და ხელმძღვანელმა პირებმა ახალწვეულებს სიტყვით მიმართეს და ფიცის მიღება მიულოცეს. საქართველოს თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, 2025 წლის პირველი იანვრიდან, წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევიან









