
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ელისეის სასახლე – ივანიშვილთან საუბრისას მაკრონმა დაგმო დემონსტრანტებისა და ჟურნალისტებისადმი ძალადობა, გამოვიდა დიალოგის მოწოდებით პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან
ელისეის სასახლე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. „მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. საფრანგეთის









