
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ადვოკატმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, უკანონო და დაუსაბუთებელია. თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ანდრო ჭიჭინაძე ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუმცა დაცვის მხარე, ალტერნატივის სახით, სასამართლოს გირაოს სთავაზობს.









