
საპატრიარქო – ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა, აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩასა და დაპირისპირებას
ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. საპატრიარქო „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება. „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი









