
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუს და დონალდ ტრამპის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს. როგორც მედია წერს, შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება. ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ.










