
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბელარუსის საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, ევროპელი ლიდერების შეფასებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო
საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. წინასწარი შედეგებით, ლუკაშენკომ ხმების 86.8% მიიღო. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. „ბელარუსელ ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. ეს მწარე დღეა ყველასთვის, ვისაც თავისუფლება და დემოკრატია სწყურია“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი X-ზე. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის










