
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წელს ქართული ღვინის პირველი წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის სპეციალურ პრეზენტაციაზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, იაპონიაში გამართული ღონისძიების შემდეგ ქართული ღვინო ესპანეთში იქნება წარმოდგენილი. „ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტროკონგრესში Madrid Fusión 2025 მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ქართული ღვინის










