
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპის ბრძანებით, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ყველა ოფისის და პროგრამის დახურვის გამო თანამშრომლებს ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის მიმართულებით დასაქმებულ ყველა ფედერალურ თანამშრომელს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია პერსონალის მართვის ოფისის ახალ განცხადებაში. დავალება გაიცა დეპარტამენტებისა და უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებმაც თანამშრომლებს 22 იანვრის 17:00 საათამდე უნდა აცნობონ, რომ მათ მიეცემათ ანაზღაურებადი ადმინისტრაციული შვებულება, რადგან სააგენტოები ემზადებიან, დახურონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და










