
წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, ფერდი მეწყრულია, შესაბამისად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს სამუშაოებს, რათა ავტომანქანებისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს. „ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების










