
წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დღეს თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, თბილისელი სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. „წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების










