
საქართველო და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებით მიდიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტი ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრისას განხილულ იქნება რეგიონული უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები. პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს