
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ. Tagesspiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი არ ბლოკავს უკრაინის არმიისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს. „არავითარი ბლოკადა არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროში მოვამზადეთ ახალი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ახლა ეს პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს, როგორც კი ყველა საკითხი გაირკვევა.










