
სახალხო დამცველის აპარატი – მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები უკვე გამოთხოვილია, მასალებს შეაფასებს და გაეცნობა აპარატის ექიმი
მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები უკვე გამოთხოვილია, მასალებს შეაფასებს და გაეცნობა აპარატის ექიმი, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს ამჟამად არსებული სამედიცინო მასალები მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის. „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის და