
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, გაუქმდა პრესკონფერენცია, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ლიდერებმა მედიის წარმომადგენლების წინ ცხარედ იკამათეს, უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვეს. არსებული ინფორმაციით, გაუქმებულია ერთობლივი პრესკონფერენციაც.