
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში, მობილიზებულია უკლებლივ ყველა უწყება, რომ სამუშაოები სათანადო ვადებში შესრულდეს
მაქსიმუმი კეთდება პრობლემების მოსაგვარებლად, სირთულეები არის ბევრი, გამომდინარე იქიდან, რომ იყო უპრეცედენტო დიდთოვლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თოვლით დაფარულ გზის მონაკვეთებზე აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები. „ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, რამდენად დიდია სტიქიის მასშტაბი. არის










